სერგეი ბაღაფში ცეცხლის შეწყვეტის ორივე მხარეს უსაფრთხოების ზონის შექმნას დაუშვებლად მიიჩნევს
სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი სერგეი ბაღაფში ცეცხლის შეწყვეტის ორივე მხარეს უსაფრთხოების 12 კილომეტრიანი ზონის შექმნას დაუშვებლად მიიჩნევს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება, ამის შესახებ ბაღაფშმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან მაიკლ დავენპორტთან დღეს, სოხუმში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
;შეხვედრაზე გაერო-ს გენერალური მდივნის ანგარიშის დეტალები განიხილეს, რომელშიც გენერალური მდივანი მხარეებს მიმართავს ინიციატივით, ცეცხლის შეწყვეტის ორივე მხარეს უსაფრთხოების 12 კილომეტრიანი ზონა შეიქმნას.
;„ე.წ. უსაფრთხოების 12 კილომეტრიანი ზონის შექმნაზე საუბარიც კი ზედმეტია“, - განაცხადა ბაღაფშმა.
;მან ასევე უკმაყოფილება გამოთქვა ანგარიშის იმ პუნქტის გამო, სადაც ჟენევის კონსულტაციებში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი არასრულუფლებიანი მონაწილეების სტატუსით არიან მოხსენიებულნი.
;„ჩვენ ეს შეხვედრები განსაკუთრებულად არც გვჭირდება და ასეთი მიდგომის ფონზე, შესაძლოა, მათში მონაწილეობის საკითხს გადავხედოთ“, - განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.
;გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართ გენერალური მდივნის ბენ კი მუნის ანგარიში გაერო-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დღეს გამოაქვეყნა.;

























