მედია - ესპანეთის არჩევნებში ამ დროისთვის, კონსერვატიული „სახალხო პარტია“ ლიდერობს

მედია - ესპანეთის არჩევნებში ამ დროისთვის, კონსერვატიული „სახალხო პარტია“  ლიდერობს

ესპანეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დათვლის პროცესმა 50%-იან ნიშნულს გადააჭარბა.

დასავლური მედიის თანახმად, ცენტრისტულ-მემარჯვენე, კონსერვატიული „სახალხო პარტია“ (PP) კვლავ ინარჩუნებს ლიდერობას და ყველაზე მეტი მანდატის მოპოვების პერსპექტივა აქვს.

ამჟამინდელი მონაცემებით, პარტიამ შესაძლოა უმრავლესობის მოპოვება შეძლოს, თუ „ვოქსთან“ (Vox) კოალიციას შექმნის.

ხმების 53,2%-ის დათვლის შემდეგ, პროგნოზით, „სახალხო პარტია“ (PP) 135 მანდატს, ხოლო „ვოქსი“ (Vox) - 50 მანდატს მიიღებს.

მმართველი სოციალისტების შემთხვევაში, პროგნოზით, ისინი 118 მანდატს მოიპოვებენ.

შესაბამისად,მედია აღნიშნავს, რომ სულ უფრო რეალური ხდება სცენარი, რომლის მიხედვითაც, რვაწლიანი მმართველობის შემდეგ პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი თანამდებობას დატოვებს, მას კი თანამედროვე ესპანეთის ისტორიაში პირველად ისეთი მთავრობა ჩაანაცვლებს, რომელსაც მემარჯვენე ძალები უჭერენ მხარს.

კერძოდ, ცენტრისტულ-მემარჯვენე „სახალხო პარტია“ (PP) ლიდერობს ხმების 31,72%-ით. პროგნოზების თანახმად, აღნიშნული პარტია, მემარჯვენე პარტია „ვოქსთან“ (Vox - 15,55%) ერთად, ჯამში 183 ადგილს მოიპოვებს.

სანჩესის სოციალისტების მმართველობიდან გასაყვანად, სულ მცირე, 176 მანდატია საჭირო. ამჟამად სოციალისტები „სახალხო პარტიას“ ჩამორჩებიან - მათ ხმების 29,62% და 118 მანდატი აქვთ.