უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებმა ბრიანსკში სამ საწვავმზიდს დაარტყეს

უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებმა ბრიანსკში სამ საწვავმზიდს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში სამ საწვავმზიდსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ორ რუსულ სამხედრო საწყობს შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკას მიდამოებსა და ლუგანსკის ოლქის კატერინოვკას დასახლების მახლობლად მტრის ლოგისტიკურ საწყობებს დაარტყეს.

მიყენებული ზარალის მასშტაბები დგინდება.

ამასთან, 29 ნოემბრის ღამეს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მებრძოლებმა დრონებით იერიში მიიტანეს სამარის ოლქში მდებარე რუსეთის სამრეწველო საწარმოზე - „კუიბიშევაზოტზე“. საწარმოს ტერიტორიაზე აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა.