ირაკლი ზარქუა - ორ თვეზე მეტია აორგანიზებენ, გვემუქრებოდნენ წალეკვით, განადგურებით, თავზე გადავლით და შეკრიბეს 7000-მდე ადამიანი - აბრალეთ ახლა ერთმანეთს, თუ ვისი ბრალია შეკრების მორიგი ჩავარდნა და "დაფოტოშოფებული" ფოტოებით ატყუეთ მავანნი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე 7 000-მდე ადამიანი იყო შეკრებული,
ხოლო ოპოზიცია ხალხს „დაფოტოშოფებული ფოტოებით“ ატყუებს.
როგორც ზარქუა ოპოზიციის მისამართით აღნიშნავს, „როცა ხარ აგენტი და უსამშობლო“, მომხრეებიც გემიჯნებიან.
„2 თვეზე მეტია აორგანიზებენ, გვემუქრებოდნენ წალეკვით, განადგურებით, თავზე გადავლით და შეკრიბეს 7000 - მდე ადამიანი და ისიც 33 წუთში დაეშალათ. იმედია, ახლა მაინც საბოლოოდ დარწმუნდით ე.წ ოპო-ლიდერები , რომ როცა ხარ აგენტი და უსამშობლო, მერე ის შენი მომხრეებიც კი გაგემიჯნებიან! აბრალეთ ახლა ერთმანეთს თუ ვისი ბრალია მორიგი ჩავარდა შეკრების და დაფოტოშოფებული ფოტოებით ატყუეთ მავანნი! მთელმა საქართველომ კი ვნახეთ პირდაპირ ეთერში, თუ რამდენი შემორჩით ერთმანეთს. მშვიდობას და პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამას უჭერს მხარს დანარჩენი საქართველოც“, - წერს ზარქუა.

























