ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ, შეხების ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტაზე, ეს ძალიან დიდი კომპრომისია

ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ, შეხების ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტაზე, ეს ძალიან დიდი კომპრომისია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, ცეცხლის ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ შეწყვეტისა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადასვლისთვის, თუმცა ამას ძალიან დიდ კომპრომისად მიიჩნევს.

“მზად ვართ გადავდგათ ასეთი ნაბიჯები - შევჩერდეთ იქ, სადაც ვართ. ვსაუბრობთ ცეცხლის შეწყვეტაზე შეხების ხაზის გასწვრივ. ეს კომპრომისია? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კომპრომისი. გვესმის, რომ მას (პუტინს) არ სურს ჩვენი მიწების დატოვება. სწორედ ამიტომ ვამბობთ: „კარგი, მოდით, აქ გავჩერდეთ და დიპლომატიაზე გადავიდეთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ Al Jazeera-თან ინტერვიუში.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი გავლენა ომის დასრულების გზის მოსაძებნად.