ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებისა და აღდგენის გაშუქებას კრძალავს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებისა და აღდგენის გაშუქებას კრძალავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებისა და აღდგენის გაშუქებას კრძალავს.

შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„უკრაინის მინისტრთა კაბინეტს… დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა აიკრძალოს მედიაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურების შედეგებისა და აღდგენის ვადების, ასევე საწვავისა და ენერგეტიკის სექტორისა და მოსახლეობის სიცოცხლის უზრუნველყოფის სექტორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დამცავი ნაგებობების მშენებლობის ეტაპებისა და პროგრესის გაშუქება, კერძოდ, რეგიონებისა და ცალკეული ქალაქების მდგრადობის კომპლექსური გეგმებით გათვალისწინებული საკითხების“, - ნათქვამია განკარგულებაში.