ლოზუნგებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „საქართველოს ადგილი ევროპაშია“, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “საქართველოს ადგილი ევროპაშია”,- ამ ლოზუნგებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან ტრადიციული პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართა.
შეკრებილები მოითხოვენ, ქვეყანაში, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებას.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული პირები დროულად უნდა გათავისუფლდნენ. მათი თქმით, მოთხოვნები უცვლელია და პროტესტის რეჟიმში რჩებიან.
„ჩვენ აქ ვიდგებით იქამდე, სანამ ქვეყანას სჭირდება, წინაპრებმა ჩვენი თავისუფლება სისხლითა და ომით მოიტანეს, რათა თავისუფლად გვეცხოვრა. გზავნილი უცვლელია: დავუბრუნდეთ, ევროპულ გზას”, - აცხადებს აქციის მონაწილე ლაშა ორაგველიძე.

























