ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მადლობა ვიზიტისთვის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს - უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი იმ საზარელი დანაშაულებისა, რომლისთვისაც რუსეთი მართლმსაჯულების წინაშე არასდროს დამდგარა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც აგრესორს მსგავსი დანაშაულები შერჩება, ეს მხოლოდ ახალი დანაშაულების ჩადენის გამბედაობას აძლევს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სამართლიანობა აღსრულდეს ამ ომთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთმა წამოიწყო და რომლის დასრულებას არ სურს“, - წერს ზელენსკი X-ზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალურ ტრიბუნალს“ ბევრი პარტნიორი სახელმწიფო შეუერთდება.
„მიმდინარე კვირაში „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის“ მმართველი კომიტეტის შესახებ ნაწილობრივი შეთანხმების რატიფიცირება დავასრულეთ, რაც ტრიბუნალის ამოქმედების საფუძველს ქმნის. ასევე, განვიხილეთ საერთაშორისო საკომპენსაციო მექანიზმის შექმნის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი და სამომავლო საკომპენსაციო ფონდის დაფინანსების გზები, პირველ რიგში, რუსეთის ხარჯზე“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

























