„დოიჩე ველე“ - გერმანიაში, კიოლნ-ბონის აეროპორტმა დრონების დაფიქსირების გამო მუშაობა დროებით შეაჩერა

გერმანიაში, კიოლნ-ბონის აეროპორტმა დრონების დაფიქსირების გამო მუშაობა დროებით შეაჩერა, - ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
კიოლნ-ბონის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები პარასკევს საღამოს დააფიქსირეს, რის შემდეგაც აეროპორტში ფრენები რამდენიმე საათით შეჩერდა.
აეროპორტმა მუშაობა შაბათს ღამით განაახლა.
გერმანიის ავიაციის სამსახურმა განაცხადა, რომ ინციდენტი შეისწავლეს, თუმცა უწყებას დეტალები არ გაუვრცელებია.

























