ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯორჯია მელონისთან საუბარში დავადასტურე, რომ ლიბიაში ახლანდელი ოპერაცია პარტნიორებთან კოორდინაციის გარეშე განვახორციელეთ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯორჯია მელონისთან საუბარში დავადასტურე, რომ ლიბიაში ახლანდელი ოპერაცია პარტნიორებთან კოორდინაციის გარეშე განვახორციელეთ

მელონისთან საუბარში დავადასტურე, რომ ლიბიაში ახლანდელი ოპერაცია პარტნიორებთან კოორდინაციის გარეშე განვახორციელეთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს ვესაუბრე ჯორჯია მელონის. განვიხილეთ საკითხები, რომელთა გადაჭრაზეც ახლა ვმუშაობთ, და მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის გვესმოდეს. დავადასტურე, რომ ლიბიაში ახლანდელი ოპერაცია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან წინასწარი კოორდინაციის გარეშე განხორციელდა.

ასევე აღვნიშნე ჩენი მზაობა, რომ ჩვენმა შესაბამისმა ოფიციალურმა პირებმა მთელი საჭირო ინფორმაცია გააზიარონ და რომ შევინარჩუნოთ პირდაპირი, რეგულარული და ეფექტიანი კომუნიკაცია.

მადლობა!” - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, 22 ნოემბერს ღამე უკრაინულმა ძალებმა ლიბიის პორტ ბენღაზისთან ოპერაცია განახორციელეს, რომლის დროსაც საზღვაო დრონებით ორ რუსულ გემს დაარტყეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დარტყმის შედეგად ჩაიძირა რუსეთის შავი ზღვრის ფლოტის მრავალფუნქციური კორვეტი “მერკური” და დაზიანდა ტვითრმზიდი MV Angara, რომელსაც რუსები სამხედრო ლოჯისტიკისთვის იყენებდნენ.