ცოტნე კობერიძე - არ მგონია, ხვალინდელ აქციაზე რაიმე განსაკუთრებული მოხდეს, რის შემდეგაც  “ქართული ოცნების” დამოკიდებულებები გახდება განსხვავებული - თუ განსხვავებულ რეაგირებას ველოდებით, განსხვავებული ტიპის ქმედებებიც უნდა არსებობდეს

ცოტნე კობერიძე - არ მგონია, ხვალინდელ აქციაზე რაიმე განსაკუთრებული მოხდეს, რის შემდეგაც  “ქართული ოცნების” დამოკიდებულებები გახდება განსხვავებული - თუ განსხვავებულ რეაგირებას ველოდებით, განსხვავებული ტიპის ქმედებებიც უნდა არსებობდეს

ამბობენ, რომ ბრძოლის სხვა ხერხია უკვე მოსაფიქრებელი. ჩვენ უკვე წლებია, ამაზე ვსაუბრობთ და თუ განსხვავებული ტიპის რეაგირებას ველოდებით, განსხვავებული ტიპის ქმედებებიც უნდა არსებობდეს , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება რიგითი აქცია, რომელზეც არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება და არც ხელისუფლების დამოკიდებულება შეიცვლება.

“მე არ მგონია, ხვალინდელ აქციაზე რაიმე განსაკუთრებული მოხდეს, რის მერეც ან “ქართული ოცნების” დამოკიდებულებები გახდება განსხვავებული ან რაღაც შეიცვლება. ეგ განცდა არ მაქვს. 26 მაისი აქცია კიდევ შედარებით გასაგები იყო, გარდა დამოუკიდებლობის დღისა, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის კონკრეტული კამპანია იყო, რომელიც 26 მაისს გვირგვინდებოდა. ახლა ასეთი განცდა არ მაქვს, წინა წელს როგორიც იყო, ისეთი იქნება. განსაკუთრებული მოლოდინი არ გამაჩნია, რომ ვინმე რამეს გადახედავს და ა.შ.

ჩვენს ქვეყანაში არსებობს რაღაც ტიპის აქციები, რომლის დროსაც ხდება კონფლიქტი და ამ კონფლიქტის განმავლობაში დაპირისპირება არსებობს სისტემასა და მოქალაქეებს შორის, ეს გაცილებით მაღალი ტემპერამენტის არის ხოლმე და ძირითადად, ბუნებრივად ხდება. ასევე ვნახეთ “იქ პეპლები არ დაგხვდებათ, იქ იქნება სულ სხვანაირი რამ”, ასეთი ტიპის დაპირებები ისმოდა 4 ოქტომბრის აქციის წინ, რომელიც სხვა ტიპის აქცია იყო, “ქართული ოცნების” რეაგირებაც განსხვავებული იყო და იმ ხალხის განცდაც, ვინც იქ მიდიოდა. ხვალინდელ დღეზე ასეთი განცდა არ არის.

ბევრნაირი აზრი არსებობს. ზოგი ამბობს, რომ ბრძოლის სხვა ხერხია უკვე მოსაფიქრებელი იმიტომ, რომ აქციის მთელი “მუღამი” არის ის, რომ რაღაც კონკრეტული სათქმელი ბევრს გააგებინო. ჩვენ უკვე წლებია, ამაზე ვსაუბრობთ და თუ განსხვავებული ტიპის რეაგირებას ველოდებით, განსხვავებული ტიპის ქმედებებიც უნდა არსებობდეს. ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის ხვალინდელი დღე მხოლოდ რიცხვთან ასოცირდება, რომ იმ დღეს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალურად გაწყვიტა ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკა და იმ დღიდანვე არის ეს პრობლემა და ზეგაც პრობლემა იქნება”, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.