Anadolu - თურქეთში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu Agency ავრცელებს.
კერძოდ, გამოცემის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში საქართველოს ელჩი, არჩილ კალანდია, 26 ნოემბერს ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მათჩის დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით დაიბარა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა, მომხდარი ინციდენტები ასევე განიხილა სატელეფონო საუბრისას თავის ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან.

























