ანონსი 28 ნოემბერი

ანონსი 28 ნოემბერი

28 ნოემბერს, 11:00 საათზე, ავლაბრის მეტროსთან, “ნაციონალური მოძრაობის “ წევრი ბესო შენგელია 28 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს, რის შემდეგაც კითხვა-პასუხის ფორმატში ჟურნალისტებს უპასუხებს.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644

მის: ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორია.

28 ნოემბერს, 14:00 საათზე, ავლაბრის მეტროსთან, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა 28 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს, რის შემდეგაც კითხვა-პასუხის ფორმატში, ჟურნალისტებს უპასუხებს.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644

28 ნოემბერს, 14:00 საათზე, ბათუმის სპორტის სასახლეში პროექტი „ეკომეგობრული აჭარა - 2026“ მასშტაბური ეკოფესტივალით დაიხურება, სადაც გამარჯვებული სკოლები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან.

მის: ლადო ასათიანის ქ. #27

28 ნოემბერს, 15:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში გაიმართება იმ პედაგოგების სერტიფიცირება, რომლებმაც პროექტის „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში დებატების სწავლების მეთოდოლოგიაში სპეციალური გადამზადების პროგრამა წარმატებით გაიარეს.

პროექტს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტი ახორციელებს.

მის.: ცოტნე დადიანის ქ.N28

28 ნოემბერს, 17:00 საათზე, პროექტი „ეკომეგობრული აჭარა - 2026“ მასშტაბური ეკოფესტივალი გიორგი ცხადაძისა და მისი ბენდის 4+2 კონცერტით დასრულდება.

საკონტაქტო: მაია ტაკაშვილი - 577 24 40 85