სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენებისას ზარალის ანაზღაურებას, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უეფა თურქულ მხარეს დააკისრებს

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, ბათუმში განვითარებული მოვლენებისას ზარალის ანაზღაურებას, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უეფა თურქულ მხარეს დააკისრებს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება ზიანს, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. გუშინ, მასპინძელი იყო თურქული მხარე, თამაში ორგანიზებული იყო თურქეთის „ბეშიქთაშის“ მიერ, აქ ჩატარდა. საზოგადოებრივი წესრიგი შინაგან საქმეთა სამინისტროსი. მატჩის მასპინძელი იყო თურქული მხარე, შესაბამისად, ზარალის ანაზღაურებას, არსებული პრაქტიკიდან, გამომდინარე უეფა დააკისრებს“,- განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

























