რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მექას თავდაცვის პაქტი ოფიციალურად დაამტკიცა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მექას თავდაცვის პაქტი ოფიციალურად დაამტკიცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პაკისტანთან და საუდის არაბეთთან “მექას ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება” ოფიციალურად დაამტკიცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამით თურქეთმა შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი დაასრულა.

სამმა ქვეყანამ ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას ხელი აგვისტოში, მექაში მოაწერა. დღეს და ხვალ მხარეებს შორის ისლამაბადში შეხვედრებია დაგეგმილი.

შეთანხმების თანახმად, ერთ-ერთ მხარეზე თავდასხმა ყველა მხარეზე თავდასხმად მიიჩნევა.

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა გასულ თვეში Reuters-ს განუცხადა, რომ თურქეთი პარლამენტს ასევე წარუდგენდა მანდატს, რომელიც ამ შეთანხმების ფარგლებში საუდის არაბეთში სამხედრო მოსამსახურეების განთავსების უფლებას იძლევა.