დონალდ ტრამპი - თუ ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის” სამიტზე დასწრება სურს, რა თქმა უნდა, შეუძლია - ვისურვებდი, რომ იყოს

დონალდ ტრამპი - თუ ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის” სამიტზე დასწრება სურს, რა თქმა უნდა, შეუძლია - ვისურვებდი, რომ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არ იცის, დაესწრება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალ თვეში, ფლორიდაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტს, თუმცა თუ გადაწყვეტილება მასზე იქნება დამოკიდებული და პუტინი სამიტზე დასწრებას მოისურვებს, მას ამის შესაძლებლობა ექნება.

„თუ მას მოსვლა სურს, რა თქმა უნდა, შეუძლია. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ვისურვებდი, რომ იყოს“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ზოგიერთს არ მოეწონება პუტინის ხილვა “დიდი ოცეულის” სამიტზე.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, რუსეთი რომ “დიდი რვიანიდან” არ გაერიცხათ, შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის ომი არ მომხდარიყო.

„პუტინი რომ “დიდი რვიანის” წევრად დარჩენილიყო, შესაძლოა, ახლა უკრაინაში ომი არ ყოფილიყო. პუტინი ძალიან შეურაცხყოფილი დარჩა, როდესაც ეს მოხდა. ობამას მისი გარიცხვა სურდა. ახლა “დიდი შვიდეული” გვაქვს და ერთადერთი, რასაც ვაკეთებთ რუსეთის შესახებ საუბარია“, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, “დიდი ოცეულის” სამიტი 14-15 დეკემბერს გაიმართება. კრემლმა გუშინ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის სამიტში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.