Rapporteur - აშშ-მა მოულოდნელად გადადო ევროპაში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გადახედვა

Rapporteur - აშშ-მა მოულოდნელად გადადო ევროპაში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გადახედვა

აშშ-მა მოულოდნელად გადადო ევროპაში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გადახედვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Rapporteur ნატოს დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ნატოს დიპლომატების თქმით, აშშ-მა შემდეგი წლისთვის გადადო ევროპაში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის - როგორც კონტინგენტის, ასევე სამხედრო რესურსების - გადახედვის შედეგების გამოცხადება, რომელიც დეკემბრის ბოლომდე იგეგმებოდა.

აღინიშნება, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის მიერ ივნისში დაწყებული გადახედვა ექვს თვეს უნდა გაგრძელებულიყო და ითვალისწინებდა აშშ-ის ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობისა და დახმარების მოცულობების შემცირებას, რომლის გაწევაც ვაშინგტონს შეუძლია ნატოს მოკავშირეებისთვის კრიზისულ ვითარებებში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის უცნობია თუ რატომ გადაიდო შემდეგი წლისთვის გადახედვის შედეგების გამოცხადება.