ჯორჯია მელონი - ომი ხმელთაშუა ზღვაში არ უნდა გავრცელდეს

ჯორჯია მელონი - ომი ხმელთაშუა ზღვაში არ უნდა გავრცელდეს

ომი ხმელთაშუა ზღვაში არ უნდა გავრცელდეს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ევროპული საბჭოს ფარგლებში განაცხადა.

კერძოდ, მელონიმ შეშფოთება გამოთქვა იმის ნიშნებზე, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი შესაძლოა, ხმელთაშუა ზღვაში გავრცელდეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას უკრაინამ ლიბიის ტერიტორიულ წყლებში რუსული გემი ჩაძირა.

„ვფიქრობ, რომ ძალიან მკაფიოდ უნდა ვისაუბროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ამაზე და ასევე მკაფიოდ უნდა ვისაუბროთ ჩვენა პარტნიორებთან. ვფიქრობ, რომ ასევე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინის საკუთარი თავის დაცვაში დახმარება გავაგრძელოთ“, - განაცხადა მელონიმ.

იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის ლიბიაში მომხდარ ინციდენტსა და იტალიის მხრიდან უკრაინის დახმარებას შორის კავშირს ვერ ხედავს.

„ჩვენ ასევე უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრებისა და მოქალაქეების უსაფრთხოება. ამიტომ ამ საკითხში ვიყავი და შემდგომშიც ძალიან მკაფიო ვიქნები პრეზიდენტ ზელენსკისთან ურთიერთობებში“, - განაცხადა მელონიმ.