ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები ახალი მასშტაბური დარტყმისთვის მზადებას ასრულებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები ახალი მასშტაბური დარტყმისთვის მზადებას ასრულებენ

რუსები ახალი მასშტაბური დარტყმისთვის მზადებას ასრულებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„დაზვერვის მონაცემებით, სამიზნეებს შორის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში მდებარე ენერგეტიკის, ლოჯისტიკისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები იქნება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე, ზელენსკის განცხადებით, პარტნიორების მხრიდან საჰაერო თავდაცვის სისტემების მოწოდების შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშს ელის.

„მთავარი ამოცანა Patriot-ებისა და Nasams-ებისთვის რაკეტებია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.