საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, სოფელში მცხოვრები მოსახლეობა ევაკუირებულია.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე მაშველები რჩებიან და მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, ნივთების გამოტანაში ეხმარებიან.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, მეწყრული პროცესი 26 ნოემბერს, ღამის საათებში განვითარდა. სააგენტოს განმარტებით, ბოლო პერიოდში რეგიონში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში ადგილი ჰქონდა მეორადი გენერაციის ცალკეული უბნების გააქტიურებას, რის შედეგადაც დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი. მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება, რათა დროულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა. სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება.