რუსეთში საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე დააკავეს

რუსეთში საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე დააკავეს

რუსეთში საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე დააკავეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილეს, გენერალ-პოლკოვნიკ იური გრეხოვს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება.

როგორც ცნობილია, რუსეთის სამხედრო სასამართლომ გრეხოვისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ საგამოძიებო კომიტეტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

იური გრეხოვი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს.