ირაკლი კობახიძე - დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო: რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, თუმცა დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს

ირაკლი კობახიძე - დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო: რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, თუმცა დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს

დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო: რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ“ რუსეთთან.

„დიალოგი უნდა გაგრძელდეს. დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო- რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. პოლიტიკა იცვლება, მაგრამ ხალხი რჩება ხალხად და ბუნებრივია, ანტარქტიდაც რომ დადნეს, ჩვენ დავრჩეთ მაინც მეზობლებად. აქედან გამომდინარე, დიალოგი არის მუდმივად საჭირო, დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ და ამაზე საუბრობდა ზუსტად სპეც.წარმომადგენელი, თუმცა ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა „დიფ სთეითი“, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის და ობიექტური ინტერესების შესაბამისად.

ბატონმა, სპეციალურმა წარმომადგენელმა [გიორგი ზურაბაშვილი] გამოყო სამი კატეგორიის საკითხი: ერთი, გავშალე, ეს იყო ღვინოს დაკავშირებული საკითხები, ასე ვთქვათ, ნეგატიური საკითხი, რაც საჭიროებს სასწრაფო გადაჭრას და ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამ საკითხის გადაჭრას. ასევე იყო მთელი რიგი ტექნიკური საკითხები, რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ჩვეულებრივად გაგრძელდება საუბარი და ამასთან ერთად იყო, ასე დავარქვათ, პოზიტიური საკითხები. ამაზეც გააკეთა განმარტებები ბატონმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, მაგალითად, მან ახსენა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციების მოწყობა და ა.შ.“. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მას ამ დროს, ჟურნალისტმა ჰკითხა, „ეს არის პოზიტიური შედეგი?“, რასაც პრემიერმა ასე უპასუხა:

„დამაცადეთ, ერთი წამი. დადექი აქ მაშინ და ილაპარაკე, რა უბედურებაა? კულტურა დაიცავი, ვლაპარაკობ და მერე დასვი კითხვები, რა არის ეს, უზრდელობა.

რაც შეეხება ე.წ. პოზიტიურ საკითხებს. აქაც რატომ გვაქვს ეჭვები? იმიტომ, რომ ასეთი საკითხები ძალიან კარგად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს, მაგალითად, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციები, თითქოს აქ, არაფერი არ არის ცუდი და მეტიც, მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის შემდგომ, როდესაც რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, მაშინ იყო საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის, ტარდებოდა ერთობლივი კონფერენციები. მე პირადად ვესწრებოდი ერთ-ერთი კონფერენცია იყო, რომელიც გაიმართა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის MGU-ს თანამშრომლობით, ჩამოსული იყვნენ რუსი სტუდენტები, ქართველი სტუდენტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული ამ ყველაფერში, 2011 წელს, წინა ხელისუფლების პერიოდში, ომის დასრულებიდან ძალიან მალევე. თითქოს არაფერი ცუდი არ არის ამაში, მაგრამ აქაც ძალიან მარტივად შეიძლება განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი დღეს, დღევანდელ ვითარებაში ასეთმა ინიციატივებმა. რა თქმა უნდა, ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას, უამრავ პროვოკაციას მოაწყობენ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით და ბუნებრივია, შესაბამისად, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მიმართული მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს, ჩვენი კითხვის ნიშნები და იმედი გვაქვს, რომ ეს კითხვის ნიშნები ავა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებამდე და შეიცვლება დამოკიდებულება. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, - აცხადებს კობახიძე.

მისი თქმით, მთავარი არის ის, რომ [რუსეთთან] დიალოგი არს საჭირო.

„დიალოგია რის საჭირო იმიტომ, რომ არის საქართველო, არის რუსეთის ფედერაცია, არის ქართველი ხალხი, არის რუსი ხალხი. ჩვენ ვართ ერთმანეთის მეზობლები და დიალოგის შენარჩუნება არის აუცილებელი. ჩვენ გავაგრძელებთ მოთმინებით საუბარს და იმედი გვაქვს, რომ ეს საუბრები გამოიღებს დადებით შედეგებს.

[დეოკუპაციაზე] ამაზეც ისაუბრა სპეციალურმა წარმომადგენელმა, რუსეთმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რაც ყველამ ვიცით და სპეციალურმა წარმომადგენელმაც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. ეს იყო რეალურად ამ მიმართულებით საუბრის შინაარსი, ორივე მხრიდან პრინციპული პოზიცია იქნა დაფიქსირებული ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის რთული საკითხი, განსხვავებით ღვინის საკითხისგან. ეს არის ბევრად უფრო რთული საკითხი, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვრჩა ამ მიმართულებით. გვესმის, რომ ასეთი საკითხები ერთ დღეში და ვერც ერთ წელიწადში ვერ გადაიჭრება. შესაბამისად, შინაარსი ეს იყო. ორივე მხრიდან დაფიქსირდა პრინციპული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. გაგრძელდა საუბარი სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

არის მთელი რიგი საკითხები, მეტ წილად ტექნიკური საკითხები და ეს ტექნიკური საკითხები, არ არის დაკავშირებული, სამწუხაროდ, დეოკუპაციასთან, თუმცა, ირიბად, ნებისმიერი საკითხის, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში, იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ეს ვერ მოხდება დეოკუპაციის გარეშე, თუმცა ისიც გვესმის, რომ ეს არ არის ერთდღიანი, არც ერთთვიანი და არც ერთწლიანი ამოცანა. შესაბამისად, ჩვენ მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით“, - აცხადებს კობახიძე.