ირაკლი ფავლენიშვილი - როგორც ვვარაუდობდით, „ოცნების“ ბოდიშის მოხდები, „ოცნების“ კაპიტულანტური პოლიტიკა არ ითარგმნება რაიმე ტიპის პრაგმატულ გამარჯვებაში - რუსეთი ითხოვს ყველაფერს და არ ჰყაბულდება დათმობებს

ირაკლი ფავლენიშვილი - როგორც ვვარაუდობდით, „ოცნების“ ბოდიშის მოხდები, „ოცნების“ კაპიტულანტური პოლიტიკა არ ითარგმნება რაიმე ტიპის პრაგმატულ გამარჯვებაში - რუსეთი ითხოვს ყველაფერს და არ ჰყაბულდება დათმობებს

როგორც ვვარაუდობდით, „ოცნების“ ბოდიშის მოხდები, „ოცნების“ კაპიტულანტური პოლიტიკა არ ითარგმნება რაიმე ტიპის პრაგმატულ გამარჯვებაში, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებს ან ზოგადად ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც ის გიორგი ზურაბაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომ მას სანქციების მოხსნის იმედი ჰქონდა, თუმცა გალუზინმა აცნობა, რომ კიდევ ორი კომპანიის დასანქცირებას აპირებენ.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, „რუსულ მხარეს ივანიშვილის მიმართ აქვს ბევრად უფრო ხისტი და ბევრად უფრო მძიმე მოთხოვნები“.

მისივე შეფასებით, რუსეთი ითხოვს ყველაფერს და ის მცირე დათმობებს „არ ჰყაბულდება“

„როგორც ჩვენ ვსაუბრობდით „ოცნების“ ბოდიშის მოხდები, „ოცნების“ კაპიტულანტური პოლიტიკა არ ითარგმნება რაიმე ტიპის პრაგმატულ გამარჯვებაში, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებს ან ზოგადად ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობებს.

ამის დასტური გახლავთ განცხადებები, რომელიც ზურაბაშვილმა გააკეთა ამ მოლაპარაკებების შემდგომ, ჩვენ როგორც ვვარაუდობდით, რუსულ მხარეს აქვს ბევრად უფრო ხისტი, ბევრად უფრო მძიმე მოთხოვნები უკვე ივანიშვილის მიმართ, ივანიშვილს ეგონა რომ თუ „უცხო კანონის“ ბრძანებას შეასრულებდა, ლაზიკის პროექტის არ აშენების ბრძანებას შეასრულებდა, მიხეილ სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური ლიდერების, სხვა მებრძოლების პატიმრობის ბრძანებას თუ შეასრულებდა, აღარ შეეხებოდნენ უფრო მძიმე მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც საქართველოში ქართული საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე ფიზიკურად შეუძლებელია. თუმცა რუსეთი ითხოვს ყველაფერს, რუსეთი ნამდვილად არ ჰყაბულდება მცირეოდენ, ან მნიშვნელოვან წილ დათმობებს. მას სურს, რომ მთლიანად დათმო სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და შეწყვიტო არ აღიარების პოლიტიკის წარმოება, რაც ქვეყანაში ანტისაოკუპაციო ძალების გამო ძალიან რთულად განსახორციელებელია“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.