Reuters - „ლუკოილის“ უცხოური აქტივები ამერიკელმა მილიარდერმა შეიძინა

„ლუკოილის“ უცხოური აქტივები ამერიკელმა მილიარდერმა შეიძინა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამერიკელმა მილიარდერმა ტოდ ბოელიმ „ლუკოილთან“ შეთანხმება გააფორმა, რომლითაც კონსორციული, რომლის შემადგენლობაშიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) შედის, სანქცირებული რუსული ნავთობკომპანიის უცხოურ აქტივებს შეიძენს.
ბოელის ცნობით, მოლაპარაკებები ერთ წელზე მეტხანს გრძელდებოდა და შეთანხმება „ლუკოილის“ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების კომპანიის უცხოურ აქტივებზე გადაცვლას მოიცავს.
DFC-ის წარმომადგენლის თქმით, შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, ვაშინგტონი მომავალი მოგებიდან წილს მიიღებს.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი, რომელმაც ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციები 2025 წლის ოქტომბერში დააწესა, შეთანხმების პირობებს შეისწავლის.

























