უკრაინის თავდაცვის მინისტრი ნორვეგიაში ჩავიდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ნორვეგიაში ჩავიდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ნორვეგიაში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოსლოში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის თავდაცვის მინისტრი ევგენი ხმარა მოლაპარაკებებს თავის ნორვეგიელ კოლეგასთან, ტორე ო. სანდვიკთან გამართავს.

ცნობისთვის, ევგენი ხმარა ორშაბათს გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს შეხვდა.

ბორის პისტორიუსმა ხმარასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია კიევისთვის უკრაინული „ბაბკას“ ტიპის სადაზვერვო დრონების წარმოებას საკუთარ ტერიტორიაზე დაიწყებს. პისტორიუსის თქმით, ბერლინი პროექტისთვის დაახლოებით 34 მილიონ ევროს გამოყოფს.