ირაკლი კობახიძე - მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს, მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა - მადლობა შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, მაშველებს, შს მინისტრს, მერიის სამსახურს, მაქსიმუმი გააკეთეს!

გუშინდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს. ამ ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადა, სადაც ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა.
პრემიერის თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც ამ კლინიკაში მკურნალობენ. გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათზე ზრუნავენ ექიმები. მადლობა მათ. ბავშვებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს. ამ ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მადლობა ყველას, ვინც სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მეხანძრე-მაშველებს, შს მინისტრს, მერიის სამსახურს. მაქსიმუმი გააკეთეს და მადლობა მათ“, - აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.

























