ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან 2 პირის ცხედარი ამოიყვანეს.

გარდაცვლილები არიან ქალი და ბავშვი.

ახლა მაშველები დანარჩენ 4 პირს ეძებენ.

მანამდე ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს.

ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.