რელიგიის სააგენტომ ახალციხის ეპარქიას ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა

რელიგიის სააგენტომ ახალციხის ეპარქიას ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიას საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული დახმარება - 30 ფუთა ტანსაცმელი გადაეცა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი, ტარიელ პაპინაშვილი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ლოჯისტიკის მენეჯერი, ლაშა მჭედლიძე.