ფონიჭალაში აფეთქება მოხდა

ფონიჭალაში აფეთქება მოხდა

თბილისში, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს დაზიანებული ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.

სავარაუდოდ, არის სულ მცირე ერთი დაშავებული.