დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველი პრეზიდენტ სიძინპინსა და პრეზიდენტ პუტინთან ისტორიულ სამმხრივ შეხვედრას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მოუთმენლად ელის დღეს ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას.
“მოუთმენლად ველი დღეს, მოგვიანებით, პრეზიდენტ სიძინპინსა და პრეზიდენტ პუტინთან ისტორიულ სამმხრივ შეხვედრას, რათა განვიხილოთ სამივე მხარისთვის არსებული უფრო მეტი შესაძლებლობები”, - აღნიშნა ტრამპმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე.
შეგახსენებთ, დღეს ჩინეთის ქალაქ შენჭენში, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტს მასპინძლობს.
























