მედია - ყირიმის ხიდზე კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც მოძრაობა გადაიკეტა

მედია -  ყირიმის ხიდზე კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც მოძრაობა გადაიკეტა

ყირიმის ხიდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა და მოძრაობა გადაკეტილია, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვნელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა.

„ყირიმის ხიდზე კიდევ ერთი თავდასხმის შედეგად, მოძრაობა დროებით გადაკეტილია“, - აღნიშნა აქსიონოვმა.

შეგახსენებთ, სამშაბათს დილით რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი დროებით გადაიკეტა. მისი კონსტრუქცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ 16 და 17 სექტემბრის ღამეს განხორციელებული დარტყმების შედეგად დაზიანდა. გუშინ საღამოს მონაცემებით, ხიდზე რკინიგზის მოძრაობა სრულად აღდგა.