პიტ ჰეგსეთი ვენესუელაში დელსი როდრიგესს შეხვდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი კარაკასში, ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ დელსი როდრიგესს შეხვდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
დელსი როდრიგესის ცნობით, ვენესუელამ და აშშ-მა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს.
„ბოლივარიული ეროვნული შეიარაღებული ძალების წვრთნების გაძლიერების, ოპერატიული აღჭურვილობის გაუმჯობესებისა და ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის ხელშეწყობის შესაძლებლობა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ძალიან სასარგებლოა. ეს ჩვენს ქვეყნებს საერთო საფრთხეებთან გამკლავების საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა როდრიგესმა.
პიტ ჰეგსეთის თქმით, ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ერთობლივ მუშაობას მოუთმენლად ელის.
„ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ხანგრძლივ ისტორიაზე, ამიტომ, ამას თავდაცვის სფეროში ჩვენი პარტნიორობის აღდგენისა და ჩვენს დიდებულ შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობად მივიჩნევთ“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
























