„დემოკრატებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე ჰაკიმ ჯეფრისის კანდიდატურა წარადგინეს

„დემოკრატებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე ჰაკიმ ჯეფრისის კანდიდატურა წარადგინეს

„დემოკრატებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე ჰაკიმ ჯეფრისის კანდიდატურა წარადგინეს, - ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

მომავალი სპიკერის თანამდებობაზე ჰაკიმ ჯეფრისის კანდიდატურას მხარი წარმომადგენელთა პალატის 251-მა „დემოკრატმა“ წევრმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 11-მა მისცა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სპიკერს 3 იანვარს, კონგრესის ახალი შემადგენლობის მუშაობის დაწყების პირველივე დღეს აირჩევს.

ჰაკიმ ჯეფრისს სპიკერის თანამდებობაზე ასარჩევად 218 ხმა სჭირდება. აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების უახლესი მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებს“ 257 მანდატი აქვთ.

არჩევის შემთხვევაში, ჰაკიმ ჯეფრისი აშშ-ის ისტორიაში წარმომადგენელთა პალატის პირველი შავკანიანი სპიკერი გახდება.