გიგა ფარულავა - ობიექტური შემფასებლისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესს აგებს

ობიექტური შემფასებლისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესს აგებს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიგა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე განაცხადა.
გიგა ფარულავას შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი არა მარტო ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგაა, არამედ საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგაა მიმართული.
„არცერთი მხარე რომ არ გამოსულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესზე, სადაც კი ბატონო, ცხადია, რა გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ საზოგადოებისთვის, ობიექტურად ვინც უყურებს ამ პროცესს, ნეიტრალური მხარისთვის, წარმოიდგინეთ, პროპაგანდა რა დოზით ამოქმედდებოდა. ჩვენი პარტიის და სხვა მოპასუხე პარტიების არცერთი არგუმენტი და მტკიცებულება არ იქნებოდა გაჟღერებული.
ობიექტური შემფასებლისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესს აგებ. მიუხედავად იმისა, ხელების გადაგრეხით და ძალისმიერი გადაწყვეტილებით რა შედეგს დადებს, „ოცნება“ პროცესს აგებს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ნახოს, ვინ რომელ მხარეს დგას, ვინ დგას საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების მხარეს და ვინ დგას საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ.
ეს სარჩელი, რაც „ოცნებამ“ წარადგინა, არის პოლიტიკური ნარატივებით გაჯერებული და არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიები წინააღმდეგაა მიმართული, არამედ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.
























