მარკ კარნიმ დონალდ ტრამპთან კანადასა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების საკითხი განიხილა

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩინეთის ქალაქ შენჭენში, APEC-ის სამიტის ფარგლებში შეხვდა.
„განვიხილეთ ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე სამუშაოები, რომელიც სამუშაო ადგილებს შექმნის, ხელმისაწვდომობას გაზრდის და სრულ პატივს სცემს კანადის ენებს, კულტურასა და სუვერენიტეტს. შევთანხმდით, რომ მუშაობას გავაგრძელებთ და მჭიდრო კონტაქტს შევინარჩუნებთ“, - წერს კარნი X-ზე.
დონალდ ტრამპს ჩინეთში მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმიც შეხვდა.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მის გუნდთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ჩვენს საერთო დღის წესრიგთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევას ვაგრძელებთ“, - აღნიშნა მექსიკის პრეზიდენტმა.
























