უკრაინული მედია - „მსურველთა კოალიცია“ ბერლინში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში უცხოური სამხედრო ძალების განთავსების საკითხს განიხილავს

უკრაინული მედია - „მსურველთა კოალიცია“ ბერლინში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში უცხოური სამხედრო ძალების განთავსების საკითხს განიხილავს

„მსურველთა კოალიცია“ ბერლინში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში უცხოური სამხედრო ძალების განთავსების საკითხს განიხილავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ 19 ნოემბერს ბერლინში დაგეგმილ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე მონაწილე ქვეყნების ლიდერები უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში მრავალეროვნული სამხედრო ძალების განთავსების გეგმებზე იმსჯელებენ.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს კოალიცია მშვიდობის კოალიციაა. მშვიდობა კი უფრო მყარი და ხანგრძლივი იქნება, როდესაც უკრაინა დაცული იქნება იმის გარანტიით, რომ მას თავს აღარ დაესხმებიან“, - განუცხადა გამოცემა „ევროპეისკაია პრავდას“ ელისეის სასახლის წარმომადგენელმა.

ასევე, წყაროს თქმით, ლიდერები პოლონეთში მიმდინარე „მსურველთა კოალიციის“ სამხედროების წვრთნების შესახებაც ისაუბრებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, წვრთნებში, რომელიც 9 ნოემბერს დაიწყო და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება, დაახლოებით 2800 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, რომელთაგან 1100 საფრანგეთის მოქალაქეა.