ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 80 წლის კაცია

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 80 წლის კაცია. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

























