კახა კალაძე - ცრუ განცხადებები, პიარ კამპანიები, ტალახის სროლა ცხოველთა თავშესაფარზე, კატეგორიულად მიუღებელია! - იცით, სოციალურ ქსელში როგორ ესაუბრებიან ცხოველთა მონიტორინგის თანამშრომლებს, რა მესიჯებს უგზავნიან მათ ოჯახის წევრებს?

კახა კალაძე - ცრუ განცხადებები, პიარ კამპანიები, ტალახის სროლა ცხოველთა თავშესაფარზე, კატეგორიულად მიუღებელია! - იცით, სოციალურ ქსელში როგორ ესაუბრებიან ცხოველთა მონიტორინგის თანამშრომლებს, რა მესიჯებს უგზავნიან მათ ოჯახის წევრებს?

ცრუ განცხადებები, ცრუ პიარ კამპანიები, ტალახის სროლა თავშესაფარზე, კატეგორიულად მიუღებელია! - ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის არაჯანსაღი დამოკიდებულება და ნორმალური ადამიანები ასე არ იქცევიან! ჯანსაღი ადამიანები ასე არ იქცევიან, რასაც ბოლო დღეები და თვეები ვხედავთ, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ცხოველთა დამცველების აქციებს და მათ მოთხოვნას, გამჭვირვალე იყოს მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობა.

კალაძის თქმით, არასდროს არავის პრობლემა არ ჰქონია ცხოველთა თავშესაფარში შესვლაზე.

„მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ნამდვილად მეამაყება ის, რაც ჩვენ შევძელით და გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. არ ჩამოვთვლი და არ დავიწყებ ახლა ტრაბახს, რა გვაქვს გაკეთებული და რა პროექტები ხორციელდება, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული.

ადამიანები, ვინც არასწორად, არაჯანსაღად იქცევიან, ძალიან კარგად იციან ეს ყველაფერი.

შესაბამისად, ცრუ განცხადებები, ცრუ პიარ კამპანიები, ტალახის სროლა თავშესაფარზე, ეს კატეგორიულად მიუღებელია! არასდროს არავის პრობლემა არ ჰქონია ცხოველთა თავშესაფარში შესვლაზე. არასდროს ყოფილა ამის პრობლემა, ნებისმიერ ადამიანს მოთხოვნის შემდეგ შეეძლო შესვლა. თუმცა, ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის არაჯანსაღი დამოკიდებულება და ნორმალური ადამიანები ასე არ იქცევიან!

ჯანსაღი ადამიანები ასე არ იქცევიან, რასაც ბოლო დღეები და თვეები ვხედავთ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, შეურაცხყოფის მიყენება, სიცრუე, მუქარები.

იცით, საერთოდ სოციალურ ქსელში როგორ ესაუბრებიან ცხოველთა მონიტორინგის თანამშრომლებს, რა მესიჯებს უგზავნიან მათ ოჯახის წევრებს? გაქვთ საერთოდ ინფორმაცია, იცით? მე გესაუბრებით ადამიანების დამოკიდებულებაზე ჩვენი მუნიციპალური თავშესაფრის თანამშრომლების მიმართ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ ამ ფორმით, ამ ლექსიკით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. არ არის ეს სწორი ფორმა და არ არის ეს ჯანსაღი დამოკიდებულება“, - აღნიშნა კალაძემ.