ჟურნალისტმა ვახო სანაიამ საპატიმრო დატოვა

ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ საპატიმრო დატოვა. მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.
მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ვახო სანაიას ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ.
შეგახსენებთ, ჟურნალისტი ვახო სანაია ასევე იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მაშინ, ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

























