ვლადიმერ პუტინი - რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრისგან დიდ პოტენციურ სარგებელს ველოდები - მნიშვნელოვანია ერთიანობა და არა დაქსაქსულობა, თანასწორობა და არა ჰეგემონია, პარტნიორობა და არა იზოლაცია, დიალოგი და არა ულტიმატუმი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, იმედოვნებს, რომ აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებთან, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა მნიშვნელოვან პოტენციურ სარგებელს მოიტანს.
APEC-ის ბიზნეს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს იძლევა კონსტრუქციული დიალოგისთვის ყველა დონეზე და, უპირველეს ყოვლისა, წამყვანი ეკონომიკების ლიდერებს შორის, „რომლებსაც შეუძლიათ ერთ მაგიდასთან გაცვალონ მოსაზრებები, გადაჭრან ნებისმიერი სახელმწიფოთაშორისი უთანხმოება პოლიტიკაში, ეკონომიკასა და უსაფრთხოებაში კომპრომისების ძიებითა და ინტერესების დაბალანსებით და ერთად იმუშაონ გლობალური მდგრადი განვითარების საფუძვლების გასაძლიერებლად“.
„ამიტომ დიდ პოტენციურ სარგებელს ველოდები რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის მოახლოებული სამმხრივი შეხვედრისგანაც, რომელიც APEC-ის სამიტის ფარგლებშია დაგეგმილი“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, თანამედროვე არასტაბილურ და სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობა და არა დაქსაქსულობა, თანასწორობა და არა ჰეგემონია, პარტნიორობა და არა იზოლაცია, დიალოგი და არა ულტიმატუმი.
“დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში, გლობალური ეკონომიკის ფრაგმენტაციისა და სამხედრო-პოლიტიკური რისკების ზრდის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობა და არა დაქსაქსულობა, თანასწორობა და არა ჰეგემონია, პარტნიორობა და არა იზოლაცია, დიალოგი და არა ულტიმატუმი”, - აღნიშნა პუტინმა.

























