რა არის Odoo და როგორ გახდა FMG SOFT-ი Odoo-ს ოქროს პარტნიორი საქართველოში

FMG SOFT-ი Odoo-ს ერთადერთი ოქროს პარტნიორია საქართველოში. კომპანია Odoo-ს ოფიციალური პარტნიორი 2024 წელს გახდა და ოქროს სტატუსი პირველივე ექვს თვეში მოიპოვა.
FMG SOFT-ის გუნდს 45-ზე მეტი Odoo პროექტი აქვს განხორციელებული, მის მიერ დანერგილ სისტემებში კი 1 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი მუშაობს. Odoo-ს საერთაშორისო წარმომადგენლებმა კომპანია რეგიონში ყველაზე სწრაფად მზარდ და წამყვან პარტნიორად დაასახელეს.
კომპანიის ოფიციალურ Odoo პროფილზე გამოქვეყნებული 45-ზე მეტი რეფერენსი საქართველოში მოქმედი ყველა სხვა ოფიციალური Odoo პარტნიორის რეფერენსების ერთობლივ რაოდენობას აღემატება.
გლობალური პლატფორმა ქართული ბიზნესის პროცესებისთვის
საერთაშორისო პლატფორმის საქართველოში დანერგვისას ბიზნესს ადგილობრივ საგადასახადო და საბანკო სისტემებთან მუშაობა და საკუთარი პროცესების გათვალისწინება სჭირდება. FMG SOFT-მა საქართველოში პირველმა წარადგინა ქართული ლოკალიზებული Odoo. ქართული ლოკალიზაცია, rs.ge-სა და ადგილობრივ საბანკო სისტემებთან ინტეგრაციები პლატფორმას საქართველოს ბიზნესგარემოს მოთხოვნებს არგებს.
კომპანია Odoo-ს გადაწყვეტილებებს ნერგავს უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის, მშენებლობის, ვაჭრობის, საავტომობილო ბიზნესის, წარმოების, ფინანსებისა და დაზღვევის სექტორებში. მომსახურება მოიცავს პროცესების ანალიზს, სისტემის დაგეგმვას, განვითარებას, ინტეგრაციასა და დანერგვას, ასევე გუნდის მომზადებასა და შემდგომ უწყვეტ ტექნიკურ მხარდაჭერას.
Odoo-ს საქართველოში დანერგვისა და ქართული ლოკალიზაციის შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია FMG SOFT-ის ვებგვერდზე.
რა არის Odoo
Odoo ბიზნესის მართვის ერთიანი პლატფორმაა, რომელიც გაყიდვებს, ფინანსებს, მარაგებს, წარმოებას, პროექტებსა და სხვა სამუშაო პროცესებს ერთმანეთთან აკავშირებს. ERP სისტემების ამოცანაც სწორედ კომპანიის რესურსებისა და პროცესების ერთ სივრცეში მართვაა.
Odoo-ს ოფიციალური მონაცემებით, პლატფორმას მსოფლიოში 28 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ზრდის ტენდენციით 2026 წელს N1 ERP სისტემაა მსოფლიოში. კომპანია 50 ძირითად აპლიკაციას ავითარებს, რომლებიც ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებას ფარავს. სისტემას იყენებენ როგორც მცირე კომპანიები, ისე მსხვილი ორგანიზაციები.
ყველაფერი ერთ სისტემაში

Odoo-ს all-in-one მიდგომა ბიზნესისთვის საჭირო პროგრამების ერთ პლატფორმაზე გაერთიანებას ნიშნავს. მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვა, ბუღალტერია, გაყიდვები, შესყიდვები, საწყობი, წარმოება, ადამიანური რესურსები, ელექტრონული კომერცია და სხვა ფუნქციები საერთო სისტემის ნაწილებია.
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბიზნესს შეუძლია დანერგვა მისთვის ყველაზე საჭირო აპლიკაციებით დაიწყოს და საქმიანობის გაფართოებასთან ერთად ახალი მოდულები დაამატოს. ამგვარად, სისტემა კომპანიის ზომასა და სამუშაო პროცესების სირთულეს სრულად ერგება.
ღია კოდი და ათიათასობით დამატებითი აპლიკაცია
Odoo-ს საფუძვლად ღია კოდის მოდელი უდევს. ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია 40 000-ზე მეტი დამატებითი აპლიკაცია, რომელიც დეველოპერთა საზოგადოების მონაწილეობით შეიქმნა. ეს კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ძირითადი ფუნქციები დარგობრივი გადაწყვეტილებებითა და საჭირო ინტეგრაციებით შეავსონ.#გაციფრულდი
(R)
























