მობილობა BTU-ში - რა უნდა იცოდეთ, თუ სწავლის გაგრძელება საქართველოს წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გსურთ

მობილობა BTU-ში - რა უნდა იცოდეთ, თუ სწავლის გაგრძელება საქართველოს წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გსურთ

თუ საქართველოს რომელიმე უნივერსიტეტის სტუდენტი ხართ და სწავლის გაგრძელება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გსურთ, მაშინ იცოდეთ, რომ მიმდინარე სასწავლო წელს BTU მობილობის განსაკუთრებულ შესაძლებლობას გთავაზობთ. მობილობა საშუალებას გაძლევთ, უკვე გავლილი კონკრეტული პერიოდის შემდეგ შეიცვალოთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და სწავლა თქვენთვის სასურველ აკადემიურ გარემოში გააგრძელოთ.

BTU-ში მობილობით სარგებლობა შეუძლია სტუდენტს, რომელსაც უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლის მინიმუმ ერთი აკადემიური წელი აქვს გავლილი. მობილობის უფლებით სარგებლობა ასევე შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი. აუცილებელი პირობაა, რომ მსურველი აკმაყოფილებდეს მიმღები საგანმანათლებლო პროგრამის ჩარიცხვის წინაპირობებს.

როგორ უნდა გაიაროთ მობილობის პროცესი?

მობილობის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ რიგში, სტუდენტი რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პორტალზე , სადაც ირჩევს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს და მისთვის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამას.

მობილობის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, დადებითი პასუხის შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა მიმართოს BTU-ს და წარადგინოს ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია. ამის შემდეგ უნივერსიტეტი ინდივიდუალურად განიხილავს სტუდენტის მიერ მანამდე გავლილ საგნებსა და დაგროვილ კრედიტებს და განსაზღვრავს, რომელი მათგანის აღიარებაა შესაძლებელი. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ სტუდენტი სწავლას BTU-ში აგრძელებს.

რომელ პროგრამებზეა შესაძლებელი მობილობა 2027 წელს?

2027 წლის მობილობისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გამოყოფილია ჯამში 150 ადგილი, რომლებიც 5 საბაკალავრო პროგრამაზე გადანაწილდება. მობილობისთვის გამოყოფილი ადგილები და სწავლის წლიური საფასურია:

  • მენეჯმენტი - 30 ადგილი; სწავლის საფასური -3 250 ლარი;
  • ფინანსები - 20 ადგილი; სწავლის საფასური - 3 250 ლარი;
  • ციფრული მარკეტინგი - 40 ადგილი; სწავლის საფასური - 4 250 ლარი;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები - 20 ადგილი, სწავლის საფასური - 3 950 ლარი;
  • კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი - 40 ადგილი, სწავლის საფასური - 4 250 ლარი.

რა უნდა გაითვალისწინოთ მობილობის დროს?

მობილობის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოების წინასწარ გათვალისწინება. სტუდენტის მიერ სხვა უნივერსიტეტში გავლილი საგნებისა და დაგროვილი კრედიტების აღიარება ავტომატურად არ ხდება. საკითხი ინდივიდუალურად განიხილება და დამოკიდებულია პროგრამებს შორის შინაარსობრივ შესაბამისობაზე. ამასთან, შესაძლებელია არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლაც, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი მიმღები პროგრამის ჩარიცხვის წინაპირობებს აკმაყოფილებს.

მნიშვნელოვანია სწავლის საფასურის გათვალისწინებაც, რადგან BTU-ში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში მოქმედებს შესაბამისი პროგრამის წლიური გადასახადი. რაც შეეხება სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებს, მათი პირობები დამატებით უნივერსიტეტში უნდა დააზუსტოთ.

მობილობა შესანიშნავი შესაძლებლობაა, თქვენი აკადემიური არჩევანი გააუმჯობესოთ და სწავლა თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტში გააგრძელოთ. გაეცანით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროგრამებს, მათ მოთხოვნებს, მობილობის პირობებს და დაგეგმეთ სწავლის გაგრძელება BTU-ში.

BTU-ში მობილობით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

(R)