მარკო რუბიო - არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ბოლო პერიოდის ტექნოლოგიური შეფერხებები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ან კავშირშია კიბერდამნაშავესთან, ან მსგავს ფაქტორებთან

მარკო რუბიო - არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ბოლო პერიოდის ტექნოლოგიური შეფერხებები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ან კავშირშია კიბერდამნაშავესთან, ან მსგავს ფაქტორებთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ტექნოლოგიური შეფერხებები, რომლებმაც ბოლო დროს Microsoft-ის, აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) და მსხვილი ბანკების მუშაობაზე იმოქმედა, ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის.

მისი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ ინციდენტებს ერთმანეთთან დააკავშირებს ან მიანიშნებს, რომ ისინი ჰაკერების, კიბერდამნაშავეების ან უცხოელი აქტორების მიერ იყო გამოწვეული.

„გვინდა, ამერიკაში ყველამ იცოდეს, რომ არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ და არ გვაქვს არავითარი მტკიცებულება ან რაიმე სახის მინიშნება იმისა, რომ ეს ინციდენტები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ან რომელიმე მათგანი რაიმე კავშირშია მავნე განზრახვით მოქმედ პირთან, კიბერდამნაშავესთან, უკმაყოფილო ყოფილ თანამშრომელთან ან მსგავს ფაქტორებთან“, - განაცხადა რუბიომ.

ცნობისთვის, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ტექნიკური შეფერხებების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. აშშ-ის საჰაერო მიმოსვლის მართვის ცენტრებში საკომუნიკაციო სისტემის გაუმართაობის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრენები რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერდა. გლობალური შეფერხება დაფიქსირდა კომპანია Microsoft-შიც. ასევე, ონლაინ ანგარიშებზე წვდომასთან დაკავშირებით შეფერხებები იყო აშშ-ის უმსხვილეს ბანკებში. ამასთან, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საკომუნიკაციო გასაიდუმლოებული ქსელი გაითიშა,