რუსეთის კემეროვოს ოლქში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგად ბორტზე მყოფი 17 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის კემეროვოს ოლქში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგად ბორტზე მყოფი 17 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის კემეროვოს ოლქში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგად ბორტზე მყოფი 17 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, კემეროვოს ოლქის სოფელ იაგუნოვოში „ან-12“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

როგორც ცნობილია, თვითმფრინავს ცეცხლი ჯერ კიდევ ჰაერში გაუჩნდა, რის შემდეგაც ჩამოვარდა და აფეთქდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 17 ადამიანი იმყოფებოდა.

ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა ილია სერედიუკმა განაცხადა, რომ ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.