გიორგი სიორიძე - ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც დაისვა, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, საზოგადოებამ დაინახოს, რამდენად აბსურდულია „ქართული ოცნების“ სარჩელი

გიორგი სიორიძე - ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც დაისვა, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, საზოგადოებამ დაინახოს, რამდენად აბსურდულია „ქართული ოცნების“ სარჩელი

ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც დაისვა, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, საზოგადოებამ დაინახოს, რამდენად აბსურდულია „ქართული ოცნების“ სარჩელი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი სიორიძის თქმით, ყველა ბრალდება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დროს გაჟღერდა, არის ცრუ ბრალდება.

„ნებისმიერი იურისტი, ვინც ყოველგვარი მიუკერძოებლობის გარეშე მოისმენს, გამოიტანს ერთადერთ დასკვნას, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ყველა ბრალდება არის ცრუ ბრალდება, რომლითაც ივანიშვილი ცდილობს აკრძალოს სრულიად ოპოზიცია და გააფორმოს ამ ქვეყანაში დიქტატურა“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.