ლევან ბეჟაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, გადაწყვეტილებას რომ მივიღებთ, იქ დაგიწერთ რა სტანდარტით ვიხელმძღვანელეთო, აი, ეს არის საკონსტიტუციო მართლმსაჯულება საქართველოში

ლევან ბეჟაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, გადაწყვეტილებას რომ მივიღებთ, იქ დაგიწერთ რა სტანდარტით ვიხელმძღვანელეთო, აი, ეს არის საკონსტიტუციო მართლმსაჯულება საქართველოში

საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, გადაწყვეტილებას რომ მივიღებთ, იქ დაგიწერთ რა სტანდარტით ვიხელმძღვანელეთო, აი, ეს არის საკონსტიტუციო მართლმსაჯულება საქართველოში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ განმარტებას, რა სტანდარტებით ხდება პროევროპული პარტიების გაუქმება.

„ჩვენ გვქონდა სასამართლოსთან შუამდგომლობა, მთელი ამ 14-დღიანი საპროცესო მოქმედებების დროს, ვერცერთმა მხარემ და ვერც საზოგადოებამ, ვერ გაიგო რა დანაშაული მიუძღვის პოლიტიკურ პარტიებს, რის გამოც მოსარჩელეს უნდა ამ პარტიების გაუქმება.

ვითხოვთ კონკრეტული პარტიების მიმართ ცალკე ბრალდებების ჩამოყალიბებას, რაც მთავარია მტკიცებულებების გამოქვეყნებას.

საქმეში არის მხოლოდ ერთი მტკიცებულება, პოლიტიკური დასკვნა, პოლიტიკური საგამოძიებო ორგანოს, რომელიც იყო ერთპარტიულ რეჟიმში ჩამოყალიბებული და ფუნქციონირებდა, ამიტომ არ შეიძლება ერთი პოლიტიკური დოკუმენტის საფუძველზე ხდებოდეს ხუთი პროევროპული პარტიის გაუქმება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.