ფინეთმა რუსი მოციგურავეები ქვეყანაში არ შეუშვა

ფინეთმა რუსი მოციგურავეები ქვეყანაში არ შეუშვა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის მოქალაქეებისთვის ფინეთში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, რუსი მოციგურავეები ჰელსინკიში დაგეგმილ ციგურაობის საერთაშორისო კავშირის (ISU) გრან-პრის სერიის ეტაპზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
ჰელსინკიში დაგეგმილ ტურნირზე რუს მოცურავეთა წყვილები, ასევე, ერთეულთა თანრიგში რუსეთის ორგზის ჩემპიონი, ევგენი სემენენკო უნდა გამოსულიყვნენ.
ფიგურულ ციგურაობაში გრან-პრის ეტაპის შეჯიბრი ჰელსინკიში 20-22 ნოემბერს გაიმართება.
ცნობისთვის, ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა (ISU) რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აუკრძალა. 2026 წლის ივნისში ISU-მ რუს და ბელარუს მოციგურავეებს ნეიტრალური სტატუსის ქვეშ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება მისცა. ISU-ს გადაწყვეტილების ფონზე, ფინეთმა რუსი სპორტსმენებისთვის ახალი შეზღუდვები დააწესა, რომლებიც ძალაში 16 ნოემბერს შევიდა. ფინეთის მიერ დაწესებული აკრძალვა იმ სპორტსმენებზეც ვრცელდება, რომლებიც ნეიტრალური სტატუსით გამოდიან.
„ვიდრე რუსეთის აგრესიული ომი გრძელდება, რუს სპორტსმენებს ფინეთში არაფერი ესაქმებათ“, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა.

























