სერგეი ლავროვი - რუსეთს უკრაინაში თავისი მიზნები არ შეუცვლია

რუსეთს უკრაინაში თავისი მიზნები არ შეუცვლია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენს მიზნებზე უარს არ ვამბობთ. მინდა გავიმეორე ის, რაც პრეზიდენტმა ადრე თქვა: ჩვენ არ ვიბრძვით ტერიტორიისთვის, ჩვენ ვიბრძვით იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ფუნდამენტური უფლებები წაართვეს“, - განაცხადა ლავროვმა.
ასევე, სერგეი ლავროვმა ნატო-ს შესახებაც ისაუბრა.
„იქ, სადაც ნატო ჩნდება, კარგი არასდროს არაფერი ხდება. ნატო-ს შეჭრა ერაყში, იუგოსლავიაში, ლიბიაში და ბევრი სხვა ავანტიურა. ყოველთვის, როდესაც ნატო თავისი წევრი ქვეყნების ტერიტორიას გასცდა, ადგილი ჰქონდა აგრესიულ სამხედრო მისიებს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

























