ილჰამ ალიევმა ბაქოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

ილჰამ ალიევმა ბაქოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოჰან ვადეფულს უმასპინძლა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.

ასევე, ალიევმა და ვადეფულმა ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის მნიშვნელოვან როლს და აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ცნობისთვის, ეს აზერბაიჯანში იოჰან ვადეფულის პირველი ვიზიტია. ოთხშაბათს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სომხეთს ეწვევა.