ბერდია სიჭინავა - „ოცნების“ ხელისუფლებას აქვს კოჭლი ლეგიტიმაცია

ბერდია სიჭინავა - „ოცნების“ ხელისუფლებას აქვს კოჭლი ლეგიტიმაცია

ახლა „ოცნების“ ხელისუფლებას აქვს კოჭლი ლეგიტიმაცია, არადემოკრატიული, ავტოკრატიული სისტემებისთვის დამახასიათებელი ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, დღეს ხელისუფლებას ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს.

„ახლა რითაც წარმოდგენილია და პოზიციონირებას დღეს საქართველოს ხელისუფლება და „ოცნება“, თავადვე ადასტურებენ, რომ ლეგიტიმაციის კრიზისი აქვთ, კოჭლი ლეგიტიმაციის პირობებში არიან დღეს, რაც ახასიათებს ავტოკრატიულ ხელისუფლებებს, როდესაც არადემოკრატიული ლეგიტიმაციის ელემენტები აქვთ.

ის, რომ ხელისუფლება ხელისუფლებებს, ძალაუფლებას ფლობს, ქვეყანას გარეთ წარმოადგენს, ვიღაცა ხელს ართმევს და არ ართმევს, ეს უკვე მეორე საკითხია. ახლა „ოცნების“ ხელისუფლებას აქვს კოჭლი ლეგიტიმაცია, არადემოკრატიული, ავტოკრატიული სისტემებისთვის დამახასიათებელი ლეგიტიმაცია“, - განაცხადა სიჭინავამ.